საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"

2023 წლის 22-24 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა.“


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.


კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.


მთავარი მომხსენებლები: 

რევაზ გაჩეჩილაძე - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„სამხრეთ კავკასია და მისი ადგილი მსოფლიოში“

აშოტ ალექსანიანი - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი; ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის  უნივერსიტეტი, გერმანია.

„სომხეთის ევროინტეგრაციის უსაფრთხოების გამოწვევები მედეგობის კონტექსტში“


კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად (ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში). ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ 


კონფერენციის მესამე დღეს მოეწყობა კულტურული ღონისძიება (ექსკურსია).

 

რეგისტრაცია

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე  socpol.science@tsu.ge სახელწოდებით  „XI  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“.

რეგისტრაციის ფორმა


მნიშვნელოვანი თარიღები


კონფერენციის გამოცხადება: 27 თებერვალი, 2023 წელი

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 27 აპრილი, 2023 წელი

აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 10 მაისი, 2023 წელი

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 22-24 ივნისი, 2023 წელი

სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 18 სექტემბერი, 2023  წელი


მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.

თარიღი: 16/04/2023